„თავისუფალი საქართველო“ - შეუძლებელია, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, როდესაც მედიასივრცე მონოპოლიზებულია
„თავისუფალი საქართველო“ - შეუძლებელია, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს, როდესაც მედიასივრცე მონოპოლიზებულია

„თავისუფალი საქართველოში“ აცხადებენ, რომ ტელეკომპანია „იმედი”, „რუსთავი 2″, „მაესტრო“ და „ტვ პირველი“ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანიას აშუქებენ.

პარტიის წევრების თქმით, მათ ჩაატარეს მედიამონიტორინგი, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიები პოლიტიკურ ტოკ-შოუებში მხოლოდ სამი სუბიექტის წარმომადგენლებს იწვევენ.

„მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია, არჩევნები ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში, როდესაც მედიასივრცე ამგვარად არის მონოპოლიზებული. ვფიქრობთ, ეს არის ივანიშვილი-სააკაშვილის დუეტის მცდელობა, პოლიტიკური ორბიტიდან გააქრონ ყველა დამოუკიდებელი ძალა და საზოგადოებას შესთავაზონ არჩევანი მხოლოდ ცუდსა და უარესს შორის“, – განაცხადა „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა გოგი წულაიამ.

ამასთან, „თავისუფალი საქართველო“ მადლობას უხდის საზოგადოებრივ მაუწყებელს საარჩევნო კამპანიის დაბალანსებულად გაშუქებისთვის.