„თავისუფალი საქართველო" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ საჩივრით მიმართავს
„თავისუფალი საქართველო" კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ საჩივრით მიმართავს

„თავისუფალი საქართველო” ტელეკომპანია „იმედის“, „მაესტროსა“ და „აჭარის ტელევიზიის“ წინააღმდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართავს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე პარტიის წევრმა თენგიზ ომანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე 10 დღეა, სამივე ტელევიზია,  კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად, კახა კუკავას საარჩევნო შტაბის მიერ მიწოდებულ საარჩევნო რეკლამებს ეთერში არ უშვებს. მიზეზად ტელეარხები კლიპებში “ქსენოფობიური” ნიშნების არსებობას ასახელებენ.

„თავისუფალ საქართველოში“ განმარტავენ, რომ საარჩევნო კლიპში დემოგრაფიულ პრობლემებზეა საუბარი. ამასთან, როგორც ომანაძემ აღნიშნა, სამი ტელეკომპანია პარტიის მიერ მიწოდებულ კიდევ ერთ რეკლამას “საქართველო მარიხუანას გარეშე” ბლოკავს.