თავისუფალი ჭიდაობა | ტარიელ გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ტარიელ გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალშია #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო – შეჯიბრება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გახსნეს.

საქართველოს ნაკრებიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა და მერვედფინალში იჭიდავებს ტარიელ გაფრინდაშვილი (86კგ). ქართველმა მოჭიდავემ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხორვატი კრეშო შკუგორი წუთსა და 46 წამში 10-0 დაამარცხა.

მერვედფინალში გაფრინდაშვილის მეტოქე ლატვიელი ივარს სამუსონოკი იქნება.

მსოფლიო პირველოაბზე დღეს ასპარეზობას კიდევ სამი ქართველი დაიწყებს.

გიორგი ღონიაშვილი (61 კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ)  და მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი მედლების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ზაგრებში დღეს წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 14 სექტემბერს ჩატარდება.