თავისუფალი ჭიდაობა | შოთა ფარტენაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | შოთა ფარტენაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში შოთა ფარტენაძემ (61კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ქართველმა ფალავანმა უკრაინელ ვალენტინ ბლიატენსკის სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობის ფინალურ ბლოკში დღეს გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ფინალში იჭიდავებს. მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების გარდა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გათამაშდება. ექვს ოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ-ში პარიზის ოლიმპიადის საგზურს ხუთ-ხუთი უძლიერესი მოჭიდავე მოიპოვებს.

ტურნირზე მედლების გათამაშების შემდეგ, ოთხივე მედალოსანი სალიცენზიო ნორმატივს შეასრულებს, რეპეშაჟის ფინალში წაგებული ორი სპორტსმენი კი ერთმანეთს დაუპირისპირდება და მათ შორის წარმატებული ოლიმპიადის მეხუთე ლიცენზიის მფლობელი გახდება.