თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა #1TVSPORT

ტირანაში დასრულდა კონტინენტის პირველობა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში. დღეს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ვლადიმერ გამყრელიძემ (86 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) მოიპოვეს.

გამყრელიძემ მესამე ადგილისთვის შეხვედრაში თურქი ოსმან გოჩენი 8-1 დაამარცხა, მაისურაძემ კი შვეიცარიელ მეტოქეს 4-0 სძლია.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი ბრინჯაოს მედლით დაასრულა – გუშინ, 25 აპრილს მესამე ადგილზე აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გავიდნენ.