თავისუფალი ჭიდაობა | საქართველოს ნაკრები მსოფლიო პირველობაზე გუნდურ პირველ ადგილზე გავიდა [ვიდეო] #1TVSPORT

ტირანაში დასრულებულ არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

მსოფლიო პირველობაზე ავთანდილ კენჭაძემ (79 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა – ქართველმა ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე მაგომედ მაგომაევს 13:4 სძლია. მირიან მაისურაძე (92 კგ) კი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა – ქართველი ფინალში აბდულრაშიდ სადულაევთან 0:6 დამარცხდა.

შეჯიბრზე ბრინაჯოს მედლისთვის დაპირისპირებაში დამარცხდა აკაკი ქემერტელიძე (70 კგ).

საქართველოს ნაკრებმა, საერთო ჯამში, 55 ქულა მოაგროვა და გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.