თავისუფალი ჭიდაობა | საბა კობახიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | საბა კობახიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ოთხი მედლით დაასრულა. თავისუფალ ჭიდაობაში სერბეთში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი საბა კობახიძე გახდა (74კგ).

ქართველმა ფალავანმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი აღანაზარ ნოვრუზოვი 7-4 დაამარცხა.

სერბეთში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ჩვენმა ნაკრებმა, საერთო ჯამში, ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. კოხრეიძის გარდა, მესამე ადგილს ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57კგ), გიორგი გოგრიჭიანი (79 კგ) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) დაეუფლნენ.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატზე 23-წლამდელთა შორის გოგონებში ქართველი მარიამ გრიგალაშვილი (50კგ) ასპარეზობს. მარიამი ტურნირის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას რეპეჟაშიდან აგრძელებს.