თავისუფალი ჭიდაობა | პეტრიაშვილი და წურიაშვილი 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახვარფინალში იასპარეზებენ #1TVSPORT

16:26, 10.07.2026

მაკედონიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ორი ქართველი ფალავანი – კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ) და გიორგი წურიაშვილი (57კგ) ნახევარფინალში იჭიდავებენ.

პეტრიაშვილმა 1/4-ფინალში უკრაინელი როსტისლავ კურილიაკი 9-2 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად იბრძოლებს, წურიაშვილმა კი ბელორუსი მატვეი სიცეივიჩი სუფთა გდებით დაამარცხა და ნახევარფინალში ვიხილავთ.

ფინალში გადასასვლელი ორთაბრძოლები ევროპის პირველობაზე 19:00 საათზე გაიმართება, ფინალები კი ხვალ, 11 ივლისს ჩატარდება.

მსგავსი