თავისუფალი ჭიდაობა | პეტრიაშვილი 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავეა, იანტბელიძე - საუკეთესო მწვრთნელი #1TVSPORT
ქართული ჭიდაობის მორიგი აღიარება – ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის მედლების გათამაშების დაწყებამდე თავისუფალი ჭიდაობაში 2024 წლის ნომინანტები დაასახელეს.
ევროპის 2024 წლის საუკეთესო მოჭიდავედ გენო პეტრიაშვილი დასახელდა.
საუკეთესო მწვრთნელი კი გიორგი იანტბელიძე გახდა.
ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პეტრიაშვილისა და იანტბელიძის ჯილდოები საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ევროპის ჭიდაობის გაერთიანების აღმასკომის წევრმა, ედიშერ მაჩაიძემ ჩაიბარა.