თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | გივი მაჭარაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97კგ) მეოთხედფინალში იასპარეზებს.

ქართველმა ფალავანმა მერვედფინალში თურქმენეთის წარმომადგენელი ხემილიაევი 4:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გასასვლელად იაპონელ იოშიდას შეხვდება.

ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა გოდერძი ძებისაშვილმაც (65კგ). იგი მერვედფინალში პუერტორიკოელ რივერას დაუპირისპირდება.

დღევანდელი წონითი კატეგორიების ნახევარფინალები 18:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 16 სექტემბერს გაიმართება.