თავისუფალი ჭიდაობა | გამყრელიძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა #1TVSPORT
პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფალ ჭიდაობაში პირველ საშეჯიბრო დღეს ერთი ქართველი ასპარეზობდა.
ვლადიმერ გამყრელიძე (86კგ) ტურნირის მერვედფინალში უზბეკ შაპიევთან დამარცხდა. ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსს იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა, თუ უზბეკი ფალავანი ტურნირის ფინალში გასვლას მოახერხებდა, მაგრამ შაპიევი მეოთხედფინალში ბულგარელ რამაზანოვთან დამარცხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გამყრელიძე ოლიმპიადას გამოეთიშა.
ხვალ, 9 აგვისტოს პარიზის ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გენო პეტრიაშვილი (+125კგ) იასპარეზებს.