თავისუფალი ჭიდაობა | ფარტენაძემ, კენჭაძემ და მაისურაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში სამმა ქართველმა – შოთა ფარტენაძემ (61 კგ), ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) და მირიან მაისურაძემ (92 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ფარტენაძემ მესამე ადგილისთვის ბრძოლაში უკრაინელი ტარას მარკოვიჩი 6:5 დაამარცხდა, კენჭაძემ სომეხ ალიხანიანს დამაჯერებლად 8:0 მოუგო. მაისურაძემ კი უკრაინის სახელით მოასპარეზე ილია არჩაიას 7:2 სძლია.
ტურნირზე რამდენიმე წუთში ოქროს მედლისთვის იჭიდავებს გენო პეტრიაშვილი (125 კგ), რომელიც პრინციპულ მეტოქეს, ლეგენდარულ თურქ სპორტსმენს, ტაჰა აკგულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ დღემდე შეჯიბრზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი გახლდათ. კონტინენტის პირველობის გამარჯვებული გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, მესამე ადგილზე კი ედემი ბოლქვაძე (65კგ) გავიდა.