თავისუფალი ჭიდაობა | ევროპის ჩემპიონატზე დღეს ხუთი ქართველი გამოვა #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს მედლებისთვის ხუთი ქართველი ფალავანი იბროძლებს.
61 კგ-ში გიორგი ღონიაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს. მისი მეტოქე მოლდოველი ლეომიდ კოლესნიკია.
74 კგ-ში გიორგი ელბაქიძე შეჯიბრებაში მეოთხედფინალიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე საფრანგეთის სახელით მოასპარეზე სეიფულა იტაევსა და უკრაინელ იგორ ნიკიფორუკის შორის გამარჯვებული იქნება.
86 კგ-ში ვლადიმერ გამყრელიძე მერვედფინალში საფრანგეთის დროშით მოასპარეზე რახიმ მაგამადოვს დაუპირისპირდება.
92 კგ-ში მირიან მაისურაძე პირველ შეხვედრას მეოთხედფინალში ჩაატარებს. რეიტინგში მე-4 ნომრად განთესილი ქართველის მეტოქე ან ნეიტრალური დროშით მოასპარეზე იროსლაუ იადკოვსკი, ან აზერბაიჯანელი ალი ტკოჩაევი იქნება.
125 კგ-ში სოლომონ მანაშვილი საკვალიფიკაციო ეტაპიდან იჭიდავებს და მეოთხედფინალში გადასასვლელად ნეიტრალური დროშით მოასპარეზე საიდ მუსაევს შეხვდება.
წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყება.