თავისუფალი ჭიდაობა | ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე #1TVSPORT
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალექსანდრიის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე გახდა.
70 კგ-ში გიორგი ელბაქიძემ მესამე ადგილი დაიკავა. მის მსგავსად, ბრინჯაოს მედლებს ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) დაეუფლნენ.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრიაში ორი დღის წინ დასრულდა შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც ჩვენი გუნდის წევრებმა სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტეში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.