თავისუფალი ჭიდაობა | ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე #1TVSPORT
თავისუფალი ჭიდაობა | ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი ალექსანდრიის სარეიტინგო ტურნირზე #1TVSPORT

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ალექსანდრიის საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

79 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე გახდა.

70 კგ-ში გიორგი ელბაქიძემ მესამე ადგილი დაიკავა. მის მსგავსად, ბრინჯაოს მედლებს ტარიელ გაფრინდაშვილი (86 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) დაეუფლნენ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრიაში ორი დღის წინ დასრულდა შეჯიბრება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც ჩვენი გუნდის წევრებმა სამი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა ეგვიპტეში გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.