თავისუფალი ჭიდაობა | ელბაქიძე და გამყრელიძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე თავისუფალი ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ორი ქართველი ფალავანი ნახევარფინალში იასპარეზებს.
74 კგ-ში გიორგი ელბაქიძემ მეოთხედფინალში უკრაინელი იგორ ნიკიფორუკი 8:4 დაამარცხა და ფინალში გასასვლელად აზერბაიჯანელ ბაირამოვს შეხვდება.
86 კგ-ში კი ვლადიმერ გამყრელიძემ გერმანელ მოროდიონს 7:3 სძლია და ნახევარფინალში თურქ ან აზერბაიჯანელ მოჭიდავეს დაუპირისპირდება.
ტურნირზე ნახევარფინალები 18:45 საათზე გაიმართება. დღესვე ფინალურ ბლოკში, რომელიც 20:00 საათზე დაიწყება ბრინჯაოს მედლებისთვის სამი ქართველი – რობერტ დინგაშვილი (57კგ), აკაკი ქემერტელიძე (70 კგ) და გივი მაჭარაშვილი (97კგ) იბრძოლებენ.