თავისუფალი ჭიდაობა | აკაკი ქემერტელიძე და სოლომონ მანაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში დამარცხდნენ #1TVSPORT
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გაიხსნა – შეჯიბრებაზე თავისუფალი სტილით მოასპარეზე ორმა ქართველმა აკაკი ქემერტელიძემ (70კგ) და მძიმეწონოსანმა სოლომონ მანაშვილმა მეოთხედფინალში იჭიდავეს.
ქემერტელიძე მონღოლ ფალავანთან უშანსოდ 0-11 დამარცხდა, მანაშვილს კი ირანელმა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ზარემ 10:0 სძლია.
დღეს მსოფლიო პირველობაზე კიდევ ორმა ქართველმა, გიორგი ღონიაშვილმა (61კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილმა (86კგ) საკუთარი შეხვედრები მერვედფინალში დათმეს.
ზაგრებში დღეს ტურნირის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, ფინალური ბლოკი კი ხვალ, 14 სექტემბერს ჩატარდება.