თავისუფალი ჭიდაობა | აბრამიშვილი 23-წლამდელთა მსოფლიო პორველობის ვიცე-ჩემპიონია, ყურაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ლას ვეგასში მიმდინარე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ალექსანდრე აბრამიშვილმა (125კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალში უნგრელი მილან გელენი დაამარცხა, ოქროს მედლისთვის კი ირანელ სპორტსმენთან, აბოლფაზ მუჰამედ ნეჟადისთან დამარცხდა.
მსოფლიო პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა სანდრო ყურაშვილი (92კგ).

ტურნირზე ასევე მესამე ადგილისთვის იჭიდავებს კონსტანტინე პეტრიაშვილი (97კგ).
შეგახსენებთ, რომ ლას ვეგასში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩვენმა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა – კობა ქარუმიძე (55კგ) ჩემპიონი გახდა, ბრინჯაოს მედლებს კი თორნიკე მიქელაძე (82კგ) და ანრი ფუტკარაძე (77კგ) დაეუფლნენ.