თავისუფალი ჭიდაობა | 23-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე დღეს ხუთი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ასპრეზობები დარჩენილ ხუთ – 61, 74, 86, 92, 125 კგ წონით კატეგორიაში გაიმართება.
დღეს გამოავლენენ ფინალისტებს, მედლები კი 10 მარტს გათამაშდება. საქართველოს ნაკრების სახელით ომარ გაზაშვილი, ლუკა ჩხიტუნიძე, თორნიკე სამხარაძე, სანდრო ყურაშვილი და გიგა შავაძე იჭიდავებენ.
გუშინ, 8 მარტს კონტინენტის პირველობის პირველ დღეს ხუთმა ქართველმა ფალავანმა იასპარეზა – ნიკა ზანგალაძე (57 კგ) ფინალშია, გიორგი გოგრიჭიანი (79კგ) კი ბრინაჯოს მედლის მოპოვების შანსს რეპეშაჟიდან ინარჩუნებს.