თავისუფალი ჭიდაობა | 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობაზე ათი ქართველი იასპარეზებს #1TVSPORT
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში დღეს სტარტს აიღებს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
57 კგ – ნიკა ზანგალაძე
61 კგ – თორნიკე ასაბაშვილი
65 კგ – ზურაბ აბალაკი
70 კგ – გოგა ოთინაშვილი
74 კგ – გიორგი გოგრიჭიანი
79 კგ – დავით ჭეჭელაშვილი
86 კგ – თამაზ ნიკოლეიშვილი
92 კგ – კონსტანტინე პეტრიაშვილი
97 კგ – რამინ გულიტაშვილი
125 კგ – ალექსანდრე აბრამიშვილი
შეგახსენებთ, რომ სერბეთში ორი დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ქართველმა ფალავნებმა, აჩიკო ბოლქვაძემ (87 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ტურნირის ფინალში იჭიდავა და ვერცხლს დაეუფლა ანრი ხოზრევანიძე (63 კგ). კონტინენტის პირველობაზე მესამე ადგილზე კი თორნიკე მიქელაძე (77კგ) და რატი ხოზრევანიძე (67კგ) გავიდნენ.