თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობა სავარაუდოდ სამ მძევალთან ერთად დატოვა

22:52, 21.10.2020

ხელყუმბარით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა  ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობა სავარაუდოდ სამ მძევალთან ერთად დატოვა. როგორც მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, თავდამსხმელი პოლიციის მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. დანარჩენი მძევლები კი სავარაუდოდ გათავისუფლებულები არიან.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი დღეს შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.

მსგავსი