თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა
თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა.
ჩხრეკა სოლოლაკში, ამაღლების ქუჩაზე დავით კეზერაშვილის კუთვნილ ბინაში 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
საცხოვრებელ სახლში კეზერაშვილის ცოლის ძმა დიმიტრი ჩიქოვანი ცხოვრობს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანია.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მოპოვებული ნივთები ამოიღეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის მტკიცებულებებია მოპოვებული.
საგამოძიებო მოქმედებები, სავარაუდოდ, ჯგუფური ძალადობისა და ძალადობის ორგანიზებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.