თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე მუშაობს
თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე მუშაობს

თავდაცვის უწყება სამხედროებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე მუშაობს.

საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის” ფორმატში სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერასთან დაკავშირებით დასმული კითხვაზე პასუხად თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამერიკული მოდელის საფუძველზე, უწყება მუშაობს სამხედრო მოსამსახურეებისთვის პრივილეგიების დაწესების საკითხზე.

„გვსურს, სამხედროების „აიდი“ ბარათს შევძინოთ პრივილეგიები და ამ საკითხზე ვაპირებ გავმართო შეხვედრები სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან, უნივერსიტეტებთან, ჩვენ გვსურს მეტი კომპანია ჩაერთოს სამხედროებისადმი პრივილეგიების მინიჭების კამპანიაში“, – განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავდაცვის მინისტრმა განათლების მიმართულებით ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, კერძოდ. მისი თქმით, იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების წარჩინებული შვილების სწავლის თანადაფინანსება, სამხედროების წარჩინებულ შვილებს მინისტრის სახელობის სტიპენდია დაენიშნებათ.