თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

რუსეთ-საქართველოს ომის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სახელმწიფო დროშები დაეშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები მთელ ქვეყანაში და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაუშვეს.