თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების ბაზაზე კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ბაზაზე ერთ-ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. მათივე ინფორმაციით, ბაზაზე მყოფებს ჩაუტარდათ ტესტირება და ვირუსი არც ერთ მათგანს არ გამოუვლინდა.

„აღნიშნული შემთხვევა რუსთავის კლასტერს უკავშირდება. მყისიერად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები და სხვა არც ერთ ადამიანს საჩხერის ბაზაზე ჩატარებული ტესტირებით ვირუსი არ უფიქსირდებათ. შესაბამისად, კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დამდგარა“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.