თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატო-ს კიბერწვრთნაში მონაწილეობენ
თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატო-ს კიბერწვრთნაში მონაწილეობენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები ნატო-ს კოოპერაციული კიბერთავდაცვის ცენტრის CCDCOE-ს მიერ ორგანიზებულ კიბერწვრთნა Locked Shields 2022-ში იღებენ მონაწილეობას.

„Locked Shields ყოველწლიური, რეალურ დროში ჩატარებული ინფორმაციული და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სწავლებაა, რომელიც CCDCOE-ს ორგანიზებით ტარდება.

სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე გუნდების კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, საქართველო, კიბერუსაფრთხოების ბიუროს სახით აღნიშნულ სწავლებაში 2015 წლიდან მონაწილეობს. წელს ქართული ჯგუფი წარმოდგენილია ესტონურ გუნდში, აშშ-ის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად.