თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში გაწევრიანდა

11:31, 28.03.2023

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიურო ინციდენტებზე რეაგირებისა და უსაფრთხოების გუნდების გლობალურ ფორუმში (FIRST) გაწევრიანდა.

თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული ფორუმი კიბერინციდენტებზე რეაგირების საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით გლობალურად აღიარებული პლატფორმაა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, FIRST-ში გაწევრიანება კიბერუსაფრთხოების ბიუროს გუნდს საშუალებას მისცემს, სხვადასხვა პრაქტიკულ ღონისძიებაში ჩართვითა და გამოცდილების გაზიარებით, გააუმჯობესოს თავდაცვის სფეროში კიბერინციდენტებზე რეაგირების შესაძლებლობები და ამ კუთხით, მუდმივ რეჟიმში თანხვედრაში იყოს თანამედროვე მიდგომებთან.

მსგავსი