თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, თეიმურაზ გიუნაშვილმა 21 დეკემბერს, 09:00 საათის შემდეგ დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, 22 დეკემბერს კი შესაბამის დროს არ გამოცხადებულა ადგილზე.

მათივე ცნობით, თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით

„საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თეიმურაზ გიუნაშვილი მსახურობს თავდაცვის ძალებში, მეოთხე მექანიზებულ ბრიგადაში. აღნიშნული სამხედრო პირი 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია, რაც დასტურდება პატაკითა და გამშვები პუნქტის სათვალთვალო ვიდეო კამერებით.

22 დეკემბერს, როდესაც აღნიშნული პირი შესაბამის დროს არ გამოცხადდა სამხედრო ნაწილში, მისმა უშუალო მეთაურმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დროულად განახორციელა სატელეფონო ზარები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან. ამ დროისთვის თავდაცვის სამინისტრო სრულ კოორდინაციაშია შესაბამის უწყებასთან სამხედრო მოსამსახურის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.