თავდაცვის სამინისტრო – მე-13 ქვეითმა ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა

13:30, 30.03.2025

აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის III ქვეითმა ასეულმა ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის საწვრთნელ ცენტრ „ორფოლოს“ სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება გამართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა თავმოყრის რაიონის დაკავების, ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის აღმოჩენისა და განადგურების ოპერაციები განახორციელეს.

სიტუაციური სწავლების მიზანი იყო ქვედანაყოფის მომზადება კოლექტიურ დავალებებში მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინაციით.

მსგავსი