თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი ესპანეთის სამეფოში ხელოვნური ინტელექტის მესამე სამიტს (REAIM) დაესწრო

20:22, 05.02.2026

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ლა კორუნიაში სამხედრო სფეროში პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის მესამე სამიტს (REAIM) დაესწრო.

პაატა პატიაშვილი სამიტში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესისა და საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის მოწვევით მონაწილეობდა.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე უსაფრთხოების გარემოში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობასა და მისი გამოყენებისას პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე.

ლა კორუნიის სამიტი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, სადაც სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ერთმანეთს საკუთარ ხედვებს უზიარებენ.

ლა კორუნიის სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ესპანელ კოლეგას, ადმირალ ხუან ფრანსისკო მარტინეს ნუნიესს. კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი