თავდაცვის მინისტრების დონეზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა 15 აპრილს ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართება

21:14, 08.04.2020

ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა თავდაცვის მინისტრების დონეზე 15 აპრილს განსხვავებული, ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართება. ამის შესახებ ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

აპრილის დასაწყისში საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრების შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დისტანციურ შეკრებას კვლავ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უხელმძღვანელებს.

„კოვიდ-19“-ის ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად საგანგებო შეზღუდვები ნატო-ს შტაბბინაშიც მოქმედებს.

მსგავსი