თავდაცვის ძალებში შინდისის გმირების სახელობის ტურნირი ჩატარდა
თავდაცვის ძალებში შინდისის გმირების სახელობის ტურნირი ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალებში ქართულ ჭიდაობაში ტურნირი გაიმართა. შეჯიბრი შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს მიეძღვნა და მასში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს.

ქართულ ჭიდაობაში ტურნირი ექვს წონით კატეგორიაში – 60 კგ, 66 კგ, 73 კგ, 81 კგ, 90 კგ. და აბსოლუტურ წონაში მიმდინარეობდა. გუნდურ ასპარეზობაში ჩემპიონი პირველი ქვეითი ბრიგადა გახდა, რომელსაც თასი გადაეცა.

სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებული მონაწილეები კი სამი საპრიზო ადგილის მიხედვით გამოავლინეს. მათ შესაბამისი ჯილდო, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

ტურნირს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის მსაჯები უძღვებოდნენ. საქართველოს თავდაცვის ძალებში ტურნირი ჭიდაობაში 2008 წლიდან რეგულარულად იმართება.