თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულების ფაზაშია.

თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ხონში, მეექვსე საარტილერიო ბრიგადაში განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. სამხედრო ბაზაზე მას დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა, კობა გრიგოლიამ უმასპინძლა.

გრიგოლ გიორგაძემ დასრულებული საცხოვრებელი ყაზარმები დაათვალიერა, სადაც განახლდა იატაკი, ჭერი, კედლები და სრულად აღიჭურვა ახალი საშხაპეებით. დამონტაჟდა განათების თანამედროვე სისტემები, განხორციელდა კანალიზაციისა და საინჟინრო ქსელების რეაბილიტაცია. დასავლეთის სარდლობის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური მინისპორტული მოედნის მოწყობაც იგეგმება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონახულების შემდეგ მინისტრის მოადგილე სიმულაციურ კლასში საარტილერიო სადაზვერვო ჯგუფების სწავლების პროცესსაც დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. მალე ქართულ ჯარი ქვეყნის სამსახურში ნატო-ს სტანდარტების შესაბამის ბაზებზე იმსახურებს.