თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბში საუკეთესო სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა გადასცა. მან კაპრალ-სპეციალისტ თეიმურაზ ფეიქრიშვილს, უმცროს სერჟანტ ზურაბ შეყილაძეს, უფროს სერჟანტ ბექა ბერიკაშვილს, ლეიტენანტ ზურაბ სოფრომაძეს და კაპიტან შოთა ქვრივიშვილს მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატებები უსურვა.

თავდცვის უწყების ცნობით, საუკეთესო სამხედროების შერჩევა კვარტალში ერთხელ სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის დისციპლინის, ფიზიკური და საბრძოლო მომზადების დონით, დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხით, გადაწყვეტილების მიღებისა და გუნდური მუშაობის უნარით ხორციელდება. პროექტის მიზანს სამხედრო მოსამსახურეების მოტივაციისა და საბრძოლო მზადყოფნის დონის ამაღლება წარმოადგენს.