თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში აღნიშნა
თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში აღნიშნა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ ქუთაისში, მესამე ქვეით ბრიგადაში აღნიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს დღესასწაული მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მალხაზ კალმახელიძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ მიულოცეს. მათ ყურადღება ქვეყნისთვის დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილეს და სამხედროებს თავისუფლებისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიება ქვედნაყოფში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო, მანამდე კი, ბრიგადის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბრიგადის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ასევე საერთაშორიო მისიებში დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნას.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მესამე ქვეით ბრიგადაში სამხედროების დაჯილდოებისა და სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენით დასრულდა.