„ტავ ჯორჯიაში“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში წელს მგზავრთნაკადის კლებას 12-14 პროცენტით ვარაუდობენ
„ტავ ჯორჯიაში“ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში წელს მგზავრთნაკადის კლებას 12-14 პროცენტით ვარაუდობენ

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, წელს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მგზავრთნაკადი სავარაუდოდ, 12-14 პროცენტით შემცირდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ, თეა ზაქარაძემ განუცხადა.

„ივლისის თვეში გვქონდა 14-პროცენტიანი კლება, აგვისტოში კლება უფრო მეტია. არ ვიცით, როგორი იქნება სექტემბერ-ოქტომბრის მონაცემები. თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სავარაუდოდ, წლის ბოლოს ჯამში 12-14 პროცენტამდე კლება გვექნება თბილისის ადა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში“, – აღნიშნა ზაქარაძემ.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ავიამიმოსვლის აკრძალვამდე კვირაში რუსეთის მიმართულებით 144 რეისი სრულდებოდა.