ბათუმის აეროპორტში ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება
ბათუმის აეროპორტში ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება

ბათუმის აეროპორტში ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება. ამის შესახებ პირველ არხს „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აეროპორტს თვითმფრინავების სადგომები დაემატება. სამუშაო მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში დაიწყება. ამის გარდა, მცირე ცვლილებებს „ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც გეგმავს.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ბათუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების მოკლე- და გრძელვადიან გეგმაზე მთავრობა „ტავ ჯორჯიასთან“ მუშაობს.

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებს შორის, მგზავრთნაკადის ყველაზე დიდი ზრდა (59%) შარშან სწორედ ბათუმში დაფიქსირდა.