„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ფრენები შესრულდება ბაქოს, ელ ქუვეითის, დუბაის, კიევის, სტამბოლისა და მინსკის მიმართულებებით
„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, ფრენებთან დაკავშირებით თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სიახლეებია:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი - ბაქო-თბილისი-ბაქო – 21 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, პარასკევს, შაბათსა და კვირას (Azerbaijan Airways);
ელ ქუვეითი-თბილისი-ელ ქუვეითი – 28 მარტიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს (Jazeera Airways);
დუბაი-თბილისი-დუბაი – 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ყოველდღიური ფრენები შესრულდება (FlyDubai);
კიევი-თბილისი-კიევი – 28 მარტიდან 10 ოქტომბრის ჩავთვლით ყოველდღიური ფრენები შესრულდება (Skyup).
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი – სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლი – 3 მარტიდან-27 მარტის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს (Turkish Airlines);
მინსკი-ბათუმი-მინსკი – 28 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას (Belavia).