TAV Georgia 2022 წლის რვა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით განხორციელებული სატვირთო გადაზიდვების მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TAV Georgia 2022 წლის რვა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით განხორციელებული სატვირთო გადაზიდვების მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ავიაკომპანია TAV Georgia 2022 წლის რვა თვის მონაცემებით, საჰაერო გზით განხორციელებული სატვირთო გადაზიდვების მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 11 788 873 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2%-ით აღემატება, ხოლო 2019 წლის მონაცემებზე 27%-ით ნაკლებია.

მათივე ცნობით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 11 502 897 ტონა, 2020 წელს 11 009 001 ტონა, ხოლო 2019 წელს – 16 139 060 ტონა ტვირთნაკადი გაატარა.