ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის დროს, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიცია იქნება მობილიზებული
ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის დროს, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიცია იქნება მობილიზებული

არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 24 მარტს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონიის გამო, თბილისის შემოსასვლელი საავტომობილო გზა, კერძოდ, მიხა ხელაშვილის ქუჩა, ასევე, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოსკენ ამსვლელი გზა, ორივე მიმართულებით გადაიტვირთება, რაც მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს.

აღნიშნულ ტერიტორიებზე, საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იქნებიან მობილიზებული“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.