თათრეთისა და სარატოვის ოლქებში უკრაინის მიერ უპილოტო აპარატებით იერიშის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ყაზანის, სარატოვის, ნიჟნეკამსკის, ულიანოვსკისა და პენზის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა
თათრეთისა და სარატოვის ოლქებში უკრაინის მიერ უპილოტო აპარატებით იერიშის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ყაზანის, სარატოვის, ნიჟნეკამსკის, ულიანოვსკისა და პენზის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა

თათრეთისა და სარატოვის ოლქებში უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ ყაზანის, ნიჟნეკამსკის, ულიანოვსკისა და პენზის აეროპორტებში დროებითი შეზღუდვები დააწესა.

რუსული მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ვრცელდებოდა სარატოვის აეროპორტზეც, თუმცა უკვე მოიხსნა.

ცნობისთვის, რუსეთის თათრეთის და სარატოვის ოლქებში უკრაინელები უპილოტო საფრენი აპარატებით სამრეწველო საწარმოებს დაესხნენ თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანა „ყაზან ორგსიტეზთან“ მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. აღნიშნული ქარხანა არის ერთადერთი მწარმოებელი მაღალი სიმტკიცის პოლიკარბონატებისა და პლასტმასების, ასევე მაღალი და დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია ქვეყანაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უპილოტო აპარატებით თავდასხმა მოხდა არა თავად ქარხანაში, არამედ თხევადი აირის ბაზაზე. სოციალურ ქსელებში წერენ, რომ საწარმოს ტერიტორიაზე სამი ავზი იწვის. ამასთან, სარატოვის ოლქში, ენგელსზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ ქალაქში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ცნობით, უკრაინული უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმო დაზიანდა.