ტატო ხუნდაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იყო დადებითი მხარეები, მაგრამ საზოგადოება პოლიტიკური ელიტისგან მეტს მოითხოვს
ტატო ხუნდაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იყო დადებითი მხარეები, მაგრამ საზოგადოება პოლიტიკური ელიტისგან მეტს მოითხოვს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში იყო დადებითი მხარეები – თავისუფალი მედია, თავისუფალი არჩევნები და სხვა, მაგრამ საზოგადოება პოლიტიკური ელიტისგან მეტს მოითხოვს, – ამის შესახებ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა, ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ განაცხადა.

„საპრეზიდენტო არჩევნებზე ქართველი ხალხისგან სწორედ ეს გზავნილი დაფიქსირდა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

ტატო ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 27 წლის განმავლობაში, ქართველი ხალხი თავის რეალურ არჩევანს თავისუფალ გარემოში, ფაქტობრივად, პირველად აკეთებს და დემოკრატიის ხიბლი სწორედ ესაა.

„დემოკრატიის მთავარი ხიბლი ისაა, რომ ხელისუფლებები იცვლება და ხელისუფლებაში მყოფ ძალებს ეგზავნებათ კონკრეტული გზავნილები იმის შესახებ, თუ რა არის ქვეყანაში შესაცვლელი“, – განაცხადა ტატო ხუნდაძემ.