ტატო გრიგალაშვილი – მადლობა ღმერთს, რომ დღეს ასე გახარებულები ვართ #1TVSPORT
ტატო გრიგალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი მეოთხედ მოიგო. ფინალში მან აზერბაიჯანელი ზელიმ ცკაევი დაამარცხა.
გამარჯვების შემდეგ ტატომ ემოციური კომენტარი გააკეთა:
„ყველას მადლობელი ვარ, ვინც მოსამზადებელ პერიოდში გვერდში მედგა, ვინც მქომაგობდა. მადლობა ღმერთს, რომ ასე გახარებულები ვართ გულშემატკივრები, ჩემი მეუღლე, ჩემი ოჯახი, მთლიანად საქართველო“.