ტატალაშვილმა ყაზანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ყაზანის გრანდ სლემის მეორე დღეს სამი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ნუგზარ ტატალაშვილმა შეძლო.
73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა პირველ ბრძოლაში ფილიპინელი ნაკანო დაამარცხა, შემდეგ აზერბაიჯანელ ოსმანოვს აჯობა, მეოთხედფინალში კი რუმინელ რაიკუს მოუგო. ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე ტატალაშვილი აიუბ ხაზალიევს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის ვაძიმ შოკას დაუპირისპირდა და მეტოქე დამატებით დროში დაამარცხა.
ლუკა კაპანაძე (73 კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზანის გრანდ სლემზე ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძე ურთულეს ბრძოლაში დაამარცხა. ლუხუმ ჩხვიმიანმა
მშვიდობაძეს დამატებითი დროის მეხუთე წუთზე სუფთა გამარჯვებით სძლია.
ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ყულაბაში ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.
ტოკიოს ოლიმპიადამდე ყაზანის გრანდ სლემი ამ რანგის ბოლო ტურნირია ძიუდოში, 6-13 ივნისს კი ბუდაპეშტი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სწორედ ეს ორი ასპარეზობა – ყაზანის გრანდ სლემი და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება.