ჩხვიმიანმა რუსეთის სახელით მოასპარეზე მშვიდობაძე დაამარცხა და ყაზანის გრანდ სლემის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

ლუხუმ ჩხვიმიანი ყაზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში რუსეთის სახელით მოასპარაზე მშვიდობაძე ურთულეს, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა.

ლუხუმ ჩხვიმიანმა რობერტ მშვიდობაძეს დამატებითი დროის მეხუთე წუთზე სუფთა გამარჯვებით სძლია.

 

დღესვე, მოგვიანებით, ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის ბაგრატ ნინიაშვილი (66) იბრძოლებს.

ხვალ ყაზანის გრანდ სლემზე სამი ქართველი-ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლუკა კაპანაძე (73) და ვლადიმერ ახალკაცი (81) შეეცდებიან მედლების მოპოვებას.

ტოკიოს ოლიმპიადამდე ყაზანის გრანდ სლემი ამ რანგის ბოლო ტურნირია ძიუდოში, 6-13 ივნისს კი ბუდაპეშტი მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. სწორედ ეს ორი ასპარეზობა – ყაზანის გრანდ სლემი და მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება ბოლო ორი ტურნირი, სადაც ოლიმპიური ლიცენზიები გათამაშდება.