ტატა ხვედელიანი - „ქართული ოცნება“ ირჩევს სტრატეგიას, როდესაც თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა,  სჯობს, იმ ვითარებაზე ისაუბრონ, რაც საქართველოში მათ პირობებში დადგა
ტატა ხვედელიანი - „ქართული ოცნება“ ირჩევს სტრატეგიას, როდესაც თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა, სჯობს, იმ ვითარებაზე ისაუბრონ, რაც საქართველოში მათ პირობებში დადგა

შალვა პაპუაშვილი და „ქართული ოცნება“ ირჩევენ სტრატეგიას, როდესაც თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ბუნებრივია, სხვა არაფერი დარჩენიათ, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

ხვედელიანი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „ბრიუსელის მხრიდან ურთიერთობის აღდგენის გზა ევროპული ღირებულებების პატივისცემაზე გადის, თუ ბრიუსელს ევროპულ ღირებულებებთან დაბრუნება სურს, პირველი ნაბიჯი დემოკრატიის აღიარებაა“.

ხვედელიანის თქმით, სჯობს, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „იმ ვითარებაზე ისაუბრონ, რაც საქართველოში მათ პირობებში დადგა“.

„მათ გააუქმეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და „ნაციონალური მოძრაობის“ დახმარებით ჩვენი ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანეს. ახლა ვისმენთ ამ პუნქტებად გაწერილ გეგმებს, როგორ უნდა მოხდეს ევროპული ღირებულებების დაბრუნება, თუმცა ჯობს, ადგილობრივ კონტექსტსა და იმ ვითარებაზე ისაუბრონ, რაც საქართველოში მათ პირობებში დადგა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.