ტასმანიის სამხრეთით, ღრმა ზღვის ბინადართა აქამდე უცნობი ასზე მეტი სახეობა აღმოაჩინეს [ფოტოები]
ტასმანიის სამხრეთით, ღრმა ზღვის ბინადართა აქამდე უცნობი ასზე მეტი სახეობა აღმოაჩინეს [ფოტოები]

ავსტრალიის კუნძულ ტასმანიის სამხრეთ სანაპიროსთან, წყალქვეშა მთების დაცულ საზღვაო პარკში, მეცნიერებმა ღრმა ზღვის ბინადართა აქამდე უცნობი 100 სახეობა აღმოაჩინეს.

თითოეული ქმნილება უბრალოდ მომაჯადოებელი და ერთმანეთზე უცნაურია. მათ შორის არიან ომარები მოუქნელი, გრძელი ხელებით, უცნაური ჭიები, კიბორჩხალები დასერილი აბჯრით და ბუშტის მსგავსი თევზები.

მეცნიერებს ოთხი კვირა დასჭირდათ 45 წყალქვეშა მთის შესასწავლად. ამ რეგიონში ასზე მეტი წყალქვეშა მთაა, რომლებიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი ღრმა ზღვის მარჯნებითა და იქ ბინადარი არსებებით.

სამწუხაროდ, ამ მყიფე და ნელა მზარდი ეკოსისტემის მომავალი არც თუ ისე სახარბიელოა, რადგან მას დიდ საფრთხეს უქადის ადამიანთა საქმიანობა, მაგალითად, თევზაობა, წიაღისეულის მოპოვება, კლიმატის ცვლილება და ა. შ.

ამ ეკოსისტემის გადარჩენისათვის უმნიშვნელოვანესია, რაც შეიძლება ბევრი რამ ვიცოდეთ მასზე. კონსერვაციის უკეთესი გზების საპოვნელად, ტასმანიის დაცული ეკოსისტემა საუკეთესო ადგილია კვლევებისთვის.

Neolithodes bronwynae
Gorgonocephalidae
Eunicidae

ეს ტალღოვანი, კლდოვანი რელიეფი ზედაპირიდან 1900 მეტრ სიღრმეზეა. მისი ასეთი დეტალური შესწავლა ისტორიაში პირველად მოხდა.

ექსპედიციის დროს მკვლევრებმა გადაიღეს 60 000-მდე ფოტო და სულ 300 საათის ხანგრძლივობის ვიდეო.

დაფიქსირებულ სახეობათა შორის ზოგიერთი მეცნიერებისთვის სრულიად ახალია, აქამდე უცნობი. მათ შორის არის მრავალი უცნაური კიბორჩხალა.

მრავალი სახეობის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი, მაგრამ ამჯერად დააფიქსირეს მათი საინტერესო ქცევა. მაგალითად, როგორ ურთიერთქმედებენ მარჯნებთან ისეთი სახეობები, როგორებიცაა გველკუდები და მრავალჯაგრიანი ჭიები.

გარდა ამისა, დაკვირვებები მიმდინარეობდა წყალს ზემოთაც. მეცნიერებმა მონაცემები შეაგროვეს ზღვის ფრინველების 40 სახეობის, ისევე როგორც ვეშაპისა და დელფინის რამდენიმე სახეობის შესახებ.

კიბორჩხალის ახალი სახეობა
კიბორჩხალის ახალი სახეობა
Uroptychus litosus
Hippolytus
განდეგილი კიბორჩხალა (Parapagurus richeri)
გველკუდა (Gorgonocephalidae)
გველკუდა მარჯანზე