საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
მეოთხედფინალური მატჩების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თასისთვის ბრძოლას კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სამი წარმომადგენელი (ქუთაისის „ტორპედო“, „საბურთალო“, „ლოკომოტივი“) და ლიგა 4-ის საგარეჯოს „გარეჯი 1960“ გააგრძელებდნენ.
წილისყრის შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო“ საქართველის თასის და სუპერთასის მფლობელ ქუთაისის „ტორპედოს“ საკუთარ არენაზე დაუპირისპირდება, ხოლო „გარეჯი 1960“ საგარეჯოს არსენ მეკოკიშვილის სახელობის სტადიონზე თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს. თასის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრები 23 ოქტომბერს გაიმართება.
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი
საბურთალო – ტორპედო. 14:00
გარეჯი- ლოკომოტივი. 14:00
შეგახსენებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.