თასი გორში გათამაშდება - ფინალი საქართველოს პირველ არხზე
თასი გორში გათამაშდება - ფინალი საქართველოს პირველ არხზე

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის გვერდი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, საქართვცელოს თასის ფინალში ორი თბილისური გუნდი გავიდა – ნახევარფინალში „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედო“ 2:0 დაამარცხა, ხოლო „ლოკომოტივმა“ საგარეჯოში მეოთხე ლიგის გუნდ „გარეჯი 1960“-ს დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია.

„საბურთალო“-„ლოკომოტივი“ გორში 8 დეკემბერს გაიმართება და 15:30-ზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.