3-5 მარტს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში გრანდ სლემზე იასპარეზებს. ჩვენი გუნდიდან ტურნირზე 11 სპორტსმენია (ცხრა კაცი, ორი ქალი) დარეგისტრირებული. კაცთა ნაკრებს წარმომადგენელი არ ეყოლება 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ხოლო 90 და 100 კგ-ები გაორებული იქნება.
საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა:
60 კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი, ამირან დარბაისელი
66 კგ – ბაგრატ ნინიაშვილი
81 კგ – ლევან გუგავა
90 კგ – ბექა ღვინიაშვილი, უშანგი მარგიანი
100 კგ – ონისე სანებლიძე, ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ – გელა ზაალიშვილი.
57 კგ – ეთერ ლიპარტელიანი
+78 კგ – სოფიო სომხიშვილი
ამ დროისთვის ტაშკენტის გრანდ სლემზე მსოფლიოს 53 ქვეყნის 384 სპორტსმენია რეგისტრირებული, მათგან 204 კაცია, ხოლო 180 – ქალი.